ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის გარემოზე ზრუნვა და ეკოლოგია. ამიტომ წელს ჩვენი სკოლის კლასებმა დავიწყეთ პროექტი "მწვანე კლასი". აღნიშნული პროექტის ფარგლებში კლასებმა ყოველ თვე უნდა შეაგროვონ მაკულატურა. სასწავლო წლის ბოლოს ის კლასი, რომელსაც ექნება მაკულატურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, მიიღებს წოდებას "მწვანე კლასი".
ჩვენც რათქმაუნდა აქტიურად ჩავერთეთ ამ კარგ საქმეში. კლასისთვის გავამზადეთ მწვანე ყუთი, რომელშიც უნდა შევაგროვოთ მაკულატურა. ასევე დავახარისხეთ ჩვენი ძველი ნამუშევრები, პოსტერები, ყველაფერი ის რაც გამოგვადგებოდა მაკულატურაში. პროცესმა ძალიან მხიარულად ჩაიარა.






Comments
Post a Comment